უკვე აღარ არის საჭირო საზღვარგარეთ წასვლა განათლების მისაღებად.

თქვენი მომავალი შეგიძლიათ დაიწყოთ აქ – საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში!

კარიერული წინსვლა და დასაქმება

კარიერული წინსვლა და დასაქმება
კარიერული წინსვლა და უკეთესი პირობებით დასაქმება:
უნივერსიტეტში მიღებული უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე თეორიული ცოდნა იქნება ბიზნესის ინდუსტრიაში თქვენი კარიერული წინსვლის და დასაქმების გარანტი;
ისარგებლებთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლის კურსდამთავრებულის სტატუსით;
მომზადებული იქნებით რეალური ბიზნესგარემოსთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს კონკურენტულობას ბაზარზე.

პრაქტიკისა და თეორიის ბალანსი

პრაქტიკისა და თეორიის ბალანსი
პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი
გასწავლიან საუკეთესო თეორეტიკოსი ლექტორები, ხოლო მენტორობას გაგიწევენ პრაქტიკოსი პროფესიონალები;
შეხება გექნებათ სამუშაო რეალობასთან სისტემატურ რეჟიმში;
გაივლით პრაქტიკას წამყვან ქართულ კომპანიებში სფეროს ლიდერებთან.
სამაგისტრო პროგრამის აღწერა სამაგისტრო პროგრამის კატალოგი

კონტაქტების დამყარება

კონტაქტების დამყარება
რეალური კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან
თქვენთან ერთად ისწავლიან საუკეთესო სტუდენტები;
უშუალო შეხება გექნებათ წამყვანი ქართული კომპანიების ტოპმენეჯერებთან.

დასავლური განათლება

დასავლური განათლება
დასავლური განათლების მიღება საქართველოში
ჩვენი კურიკულუმი ფინანსური განათლების მიღებასთან ერთად ითვალისწინებს კომპლექსური ცოდნის შეძენას, ასევე მოიცავს ისეთ საჭირო საგნებს, როგორებიცაა: მარკეტინგული სტრატეგია და ანალიზი, სტრატეგიული კომუნიკაციები, კვლევის მეთოდოლოგია და სხვ.;
დამატებით გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ უნივერსიტეტის ტრენინგცენტრის ტრენინგებს შემდეგ მიმართულებებში: დროის მართვა, ლიდერობა, გაყიდვები, მოლაპარაკების წარმოება, პრეზენტაციის ტექნიკა და სხვ.;
თქვენ ისწავლით უახლესი სასწავლო მასალებით, რომლებსაც უფასოდ მიიღებთ;
თითოეული თქვენგანისთვის მოხდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა;
ლექციას წაიკითხავენ, საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გაგიზიარებენ საზღვარგარეთიდან მოწვეული ლექტორები.

დაფინანსება

დაფინანსება
მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10% მიიღებს 100%-იან დაფინანსებას უნივერსიტეტისგან.
შემდეგი 20%-ი კი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე.

ყველა სტუდენტს აქვს შანსი, სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის საფასური: 7,500 ლარი წელიწადში

* დაფინანსება განისაზღვრება რეიტინგით. რეიტინგი თავდაპირველად საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული შიდა გამოცდის შედეგების საფუძველზე დადგინდება, ყოველი ტრიმესტრის ბოლოს კი აკადემიური მოსწრების (ნიშნების) საფუძველზე (არა კუმულაციური მეთოდი). რეიტინგის შედგენისთვის ეროვნული გამოცდის წონა იქნება 40%, შიდა გამოცდის წონა 60%. სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში გრანტის ოდენობა გამოაკლდება საფასურს.
როგორ ჩავაბარო სამაგისტრო პროგრამაზე?
1 უნდა გაიაროთ საერთო სამაგისტრო გამოცდა 2 დარეგისტრირდეთ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში
ონლაინ
3 დაადასტურე B2 დონეზე ინგლისურის ენის ცოდნა
4 ჩააბაროთ უნივერსიტეტის შიდა გამოცდა 5 გაიაროთ გასაუბრება